გაზის მილს დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ხალხი გადმოჰყავდათ...

რუსთავში ალიევის სკვერის მიმდებარედ ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა,  "ბეემვესა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები, თვითმხილველების ინფორმაციით ერთ-ერთი ავტომობილი გაზის მილს დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ ცეცხლწაკიდებული ავტომობილიდან მაშველებს ხალხი გადმოჰყავდათ, ავტომობილში 4 კაცი იმყოფებოდა.

თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან 4 ახალგაზრდა გადმოიყვანეს. 4 ადამიანი (2 ბიჭი და 2 გოგო) იმყოფებოდა "მერსედესის" მარკის ავტომობილში, ხოლო "ბეემვეს" მარკის ავტომობილში 1 ბიჭი.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სოკარ გაზის თანამშრომლების ეკიპაჟები.

გაზის გადაკეტვის შემდეგ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.