ვეცი უცებ ტუალეტს, შევვარდი დაფეთებული და ვიკივლე

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ერთგვარ სახალისო პოსტს აქვეყნებს გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდოდა საკუთარი სურვილები ხმამაღლა დაეყვირა და შემთხვევით კაცების საპირფარეშოში აღმოჩნდა...

"დღეს სამსახურში 22:22მა რო ჩამოკრა, იკივლეს, არიქა ხმამაღლა უნდა თქვათ სურვილიო. ყველა სადღაც გავარდა. და მეც ავყევი, რა ვიცი, დავრბოდი მთელს ტელევიზიაში, ყველგან ვიღაც იყო, მომერიდა ახლა სხვების თვალწინ ხავილი რომ მინდა ჯანმრთელი ოჯახის წევრები, კაი ქვეყანა და ბევრი ფული, თან ცოტა რომ გიტყდება მკითხაობაში რომ ხარ ჩართული თუ რაღაც, ვეცი უცებ ტუალეტს, რაც დავინახე ეგ იყო, შევვარდი დაფეთებული და ვიკივლე ჩემი სურვილები, მოვასწარი. გაიღო კარი, გამოჩნდა ბატონი ლევანი: 
"შეგეძლო ეს ყველაფერი ქალების ტუალეტში გენატრა, ვიკა."