რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის CSKA და რუსეთი დატოვა

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ფორმულა სპორტი • Formula Sport-ის სანდო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის CSKA და რუსეთი დატოვა
 ჩვენი ინფორმაციით, კალათბურთელი ამ წუთებში ესპანეთში მიემგზავრება, სადაც 2008-2010 და 2014-2020 წლებში თამაშობდა
რუსული არმიის გუნდის ქართველმა კალათბურთელმა გუშინ ოფიციალურ FB გვერდზე უკრაინის დროშის ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა
„ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდი!“