ტვ პირველის თარჯიმანი, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა ქართველების ინტერესის საგანია

ბოლო ერთი კვირაა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება "ტვ პირველის" თარჯიმანმა მიიბყრო, მისი ლაპარაკის განსაკუთრებულმა მანერამ, ბევრი წერს კომენტარებში და ბევრს აინტერესებს თუ ვინ არის ეს ადამიანი, ბევრსაც აღიზიანებს მისი ლაპარაკის მანერა.
რამდენიმე საათის წინ ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნების ფოტოსურათი და წერს: "თუ რამე იყო სასიამოვნო  ამ დღეებში, ამ არაჩვეულებრივ კაცთან ურთიერთობა იყო ლეგენდარული თარჯიმანი,უსაყვარლესი, უმაგრესი. გენიალური კაცი-ივანე მენთეშაშვილი"