მათ ბოროტმა დემონმა ასეთი "დედის დღე" გაუთენა!! მათ მისალოცი არაფერი აქვთ დღეს
- 03/03/22
- 46586 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველი სოპრანო თამარ ივერი თავის ფეისბუქ პოსტში წერს, რომ უთანაგრძნობს იმ უკრაინელ დედებს, რომლებიც ახლა ბუნკერში სხედა, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს ან რომლებიც ომს შეეწირნენ.
ასევე სოპრანო შემდეგ პოსტში აღნიშნავს იმასაც, რომ ის და მისი მეუღლე იშვილებენ უკრაინელ ბავშვს, რომელიც ობოლი დარჩა რუსეთის აგრესიის შედეგად.
დილიდან დედის დღეს გვილოცავს ყველა. თუმცა, ამინდი და ჩემი განწყობა იმ დედების სოლიდარულია.... ვინც უდანაშაულოდ სიცოცხლეს გამოეთიშა ან ახლა უკრაინის ბუნკერებში და მეტროებში ზიან, ვინც იქ ახლა ემზადება დედობისთვის, ან იქვე ახლახანს გახდა დედა და მათ ბოროტმა დემონმა ასეთი "დედის დღე" გაუთენა!! მათ მისალოცი არაფერი აქვთ დღეს!!


