ყიფშო გაიღვიძე!!! ძალიან მიმძიმს იმ თემაზე საუბარი რაც დღეს ჩვენს გარშემო მოხდა

ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი ცხომარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მეგობარს თამაშის შემდეგ გულის შეტევა დაემართა და ამ დრომდე კომაშია.                                                                                                                                                                                                                                ყიფშო გაიღვიძე!!!
ძალიან მიმძიმს იმ თემაზე საუბარი რაც დღეს ჩვენს გარშემო მოხდა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო (გიორგი კიკოლაშვილს და მის ორ მეგობარს) რომლებმაც პირველადი და გადამწყვეტი დახმარება გაუწიეს ჩვენს მეგობარს ასევე დიდი მადლობა იმ სასწრაფოს თანამშრომლებს რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს რომ ჩვენი ყიფშოს გულს ისევ ეძგერა. გიორგის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და უფლის იმედს ვიტოვებთ რომ გაუძლებს და დაამარცხებს ამ ჯოჯოხეთს, დღეს ყველას ატირებულ და გაოგნებულ სახეებს ვხედავდი, ვუყურებდი როგორ იბრძოდა ყველა, ერთი სიცოცხლის გადასარჩენად, გთხოვ გიო არ გვატკინო მეტად და ერთად გავიღვიძოთ ამ კოშმარიდან ყველამ 
ყიფშო არ დაგვტოვო, გაიღვიძეე!!