ნიკოლოზი დინჯად მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, ყველაფერი გაივლისო... მერამდენედ მოვკვდი... როგორ გავუძლო...
- 13/03/22
- 51355 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გუშინ სოფელ შავშვებთან მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბიჭი იყო. როგორც მისი მასწავლებელი, ელისო გურგენიძე სოციალურ ქსელში წერს, ნიკოლოზი უნიჭიერესი, უთბილესი და თავის ასაკთან შედარებით ბევრად მოაზროვნე ბავშვი იყო.
პროფესიაზე ვსაუბრობდით, ნიკოლოზმა მაძიებელი ექიმი უნდა გამოვიდეო.
გაკვირვება შემატყო და მკითხა, შერლოკ ჰოლმსი იციო? გამეღიმა და თავი დავუქნიე, აი, ეგო.
მაშინ პირველ კლასში იყო და მიტომ გამიკვირდა, შემდეგ აღარ მიკვირდა მისი ბრძნული აზრები, ის ხომ უნიჭიერესი, ბეჯითი, დინჯი და ზედმეტად დიდი გონების, პატარა კაცი იყო.
მასთან საკაცობრიო პრობლემებზე შეგეძლო საუბარი... პარასკევს მახარა, პუტინი მალე დაიხევს უკან და ომი დამთავრდებაო...
ჩემი ტკივილით განადგურებული სკოლაში რომ დავბრუნდი ყველა სირბილით მოდიოდა და მეხვეოდა. ნიკოლოზი დინჯად მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, ყველაფერი გაივლისო მას!
მომატყუე, ჩემო ჭკვიანო ბიჭო, ყველაფერი არ გაივლის...
მერამდენედ მოვკვდი...
როგორ გავუძლო...


