არავინ აიძულებდა ემუშავა პირველ არხზე... როგორც ჩანს, აქტივისტი არ მოქმედებდა მარტო...
- 15/03/22
- 40500 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გუშინ რუსეთის პირველ არხზე მარიანა ოვსიანიკოვას გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სრულიად რუსეთსა და არა მხოლოდ რუსეთსი, მან რუსული აგრესია გაა[პროტესტა უკრაინის წინააღმდეგ, მარიანა ერთ-ერთ პრორუსულ არხზე მთავარი რედაქტორი იყო. ის მასინვე დააკავეს და ამ დრომდე გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი. ამ ფაქტს თინა კანდელაკი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.
"ასეთი პროვოკაცია შეიძლება ყველა არხზე მოხდეს, მით უფრო პირდაპირ ეთერში, არავინაა ამისგან დაზღვეული. როგორც ჩანს, აქტივისტი არ მოქმედებდა მარტო, მას ტელეფონითაც იღებდნენ, ბანერი სამუშაო ადგილზე დამზადდა. როგორც ჩანს, კოლექტივი ამაში დაეხმარა. ეს ძალიან საწყენია, მას არავინ აიძულებდა ემუშავა პირველ არხზე, ხელბორკილებით არავის ჰყავდა დაბმული. ყველა იქ მუშაობს სიამოვნებით და იღებს ხელფასს. მთავარი კითხვა კი ისაა, ვინ დაგეგმა ეს ანტირუსული პროვოკაცია, რადგან რამდენიმე საათში მას თავად ზელენსკიმ გადაუხადა მადლობა. დამთხვევაა? არ მგონია" – წერს კანდელაკი.


