რა კომენტარი უნდა გავაკეთო სააკაშვილის ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილ შვილზე... საერთოდ არ არის საინტერესო მისი მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობები

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა რჩეულმა მისი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ურთიერთობაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის ყოფილ ქალებსა და მის შვილზე ისაუბრა უკრაინულ გამოცემასთან - strana.today-სთან, იასკო ამბობს, რომ წარსული მისი საქმე არ არის და არც იმის უფლება აქვს, რომ განიხილოს მისი შვილის შესახებ.

"მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც კომენტარი უნდა გააკეთოს სააკაშვილის ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ. მე და მიხეილს სამოქალაქო ქორწინება გვაკავშირებს. ჩვენ გვაქვს საერთო ოჯახური გეგმები. დანარჩენი, რამე თუ ყოფილა, ის წარსულში იყო და საერთოდ არ მაინტერესებს"

ლიზა იასკო ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის საერთოდ არ არის საინტერესო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მრავარიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ:

"თუკი ვინმეს აინტერესებს, ყურადღება გადაიტანოს სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაციიდან, ეს წარმატებით გამოუვიდათ. ჩემთვის მთავარია – მისი სიცოცხლე და თავისუფლება, დანარჩენი ჭორები – ჩემთან არ არის…"