ექიმი გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მოხალისედ მიემგზავრება
- 16/03/22
- 37390 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველი მებრძოლების გარდა ომში წასვლის მზაობა გამოთქვეს ქართველმა ექიმებმა, ამის შესახებ დღეს გიორგი ღოღობერიძემაც ისაუბრა, მისი თქმით ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ უკრაინაში მოხალისედ წავიდეს როგორც ექიმი და დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს.
მათ შორის არის გიორგი ღოღობერიძე, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა წასულიყო უკრაინაში, სადაც ექიმები ძალიან სჭირდებათ.
გიორგი ღოღობერიძესთან ერთად უკრაინაში მიემგზავრებიან "მთავარი დიაგნოზის" წამყვანები სოფო ჯაფარიძე და ლევან ბუთხუზი.
"ჩვენი ჩართულობა იქნება ყველგან, მთავარია, რომ უკრაინელ ექიმებს და ადამიანებს გვერდით დავუდგეთ" – აცხადებენ წამყვანები.