ორი წელი დამჭირდა განსაკურნებლად... ცოლთან განშორებით თავი გადავირჩინე...
- 17/03/22
- 60354 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მსახიობმა გიორგი კალანდაძემ ჟურნალ სარკესთან ყოფილ ცოლსა და განქორწინებაზე ისაუბრა, მისი თქმით მან ცოლთან განშორებით თავი გადაირჩინა, რადგან ახლა შესაძლოა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჰქონოდა ნერვები ცოლს რომ არ გაშორებოდა.
"24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა…
ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე "ნაბახუსევიდან"
მეგონა, ჩემს ქორწინებაში სიყვარული იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბოლომდე არ ვიცნობდით, აბსოლუტურად არ შევესაბამებოდით ერთმანეთს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გაშორება იყო. ბევრი ვიწვალე შემდგომ. დავა მქონდა საკუთარ თავთან, ვებრძოდი ეჭვებს, მოგონებებს. ორი წელი დამჭირდა განსაკურნებლად. დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება. რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩემთვის არაფერი მოჰქონდა ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა…"