ვიღაც ფორმიანი კაცი იყო... მიწა გამსკდომოდა მინდოდა

ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე მარიამ ყურაშვილი უკრაინაში ხალხის დასახმარებლად წავიდნენ. მარიამ ყურაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს თუ როგორ შერცხვა სამხედროს მიერ დასმული კითხვის და პასუხის.
"როცა უკრაინის საზღვრამდე მივედით ფეხით  ღამის ოთხ საათზე, გაყინულები და დაღლილები, იქ  ელექტრო ფეჩი იყო ჩართული, ჩანთები დავყარეთ და ვიკითხე თუ შეიძლება. გავთბები მეთქი, ვიღაც ფორმიანი კაცი იყო, არა მებაჟე( მათ სამხედეო ფორემბი  აცვიათ) კი, მოდიო. საიდან ხართო? საქართველოდან მეთქი, მერე 2008 წელი არ გახსოვთო? მეთქი კი, ძალიან კარგადთქო, არაო, თქვენს მთვრობას  არ ახსოვსო. 
მიწა გამსკდომოდა მინდოდა,ყველა პერიოდს მოვესწარი, ზვიადის, შევარდნაძის, სააკაშვილის. ქვეყნის  შიგნით გასაგებია  და ქვეყნის გარეთ არასოდეს მქონია ჩვენი მთავრობის გამო სირცხვილის გრძნობა. არასოდეს. 
რაღაცა წავილუღლიღე, ხალხი თქვენს გვერდითაა თქო, და გამოვედი. 
მართლა სირცხვილია ეს!"