გთხოვთ ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს...

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უკვე რამდნეიმე დღეა უკრაინაში იმყოფება მოხალისედ, დღეს მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოსურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის დროშებით ჰუდების და სხვა აქსესუარებით სოლიდარობის გამოხატვას ჯობს ის თანხა რასაც მასში იხდიან დახმარების სახით უკრაინელ ხალხს გადაურიცხონ.
"რომ იცოდეთ რა ბედნიერი ვარ, სადაც კი საქართველოს დროშით გვხედავენ მოდიან და მადლობას გვეუბნებიან, ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად უყვართ საქართველო და ქართველები. გთხოვთ ნუ ყიდულობთ ლურჯ-ყვითელ ჰუდებს სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც მართლა დახმარება გინდათ გადარიცხეთ თანხა. ზოგიერთ ქალაქში ხალხი შიმშილობს. არ იშოვება საწვავი, წყალი, არ არის ელექტრო ენერგია... 
 p.s.ეს მოლდაველი ქალი ჩერნევცის საერთო საცხოვრებლის დირექტორია, 300 კაცი შეიფარა და წითელი ჯვრის დახმარების მიღებამდე ქუჩა-ქუჩა აგროვებდა დევნილებისთვის საკვებს. მესამე დღეა სირენა არ ჩართულა და ბუნკერში არ ჩავსულვართო. მის გმირობაზე იმედის დღე /Imedis Dge -ში მოგიყვებით."