ქალის პირველი კომენტარი, რომელმაც ბათუმში ლიფტში უკრაინის დროშა ჩამოხია

დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, როგორ ხევს მოქალაქე ლიფტში გაკრულ უკრაინის დროშას.

შემთხვევა ბათუმში მოხდა.

აღნიშნული მოქალაქე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია:

"მიზანი საერთოდ არ მქონდა ცუდი", – ამბობს მარიამ ელიოზაშვილი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ კადრების გავრცელების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.