
რუსეთის მოქალაქე მამაკაცი რუსთავში, სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
- 21/03/22
- 42180 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, როგორც ინფო რუსთავი იუწყება მამაკაცი რუსეთის მოქალაქე იყო. ამ ეტაპისთვის უცნობია მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ლომოურის ქუჩაზე, ერთერთ სასტუმროში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსეთის მოქალაქე იყო.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.