ზედმეტია სულ ყველას რომ გვიდევს უკრაინის დროშები... უბრალოდ ჩაანაცვლეს ორცხობილების გაყიდვა დროშებით
- 25/03/22
- 31921 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის დროშის გატრენდებას და მასთან დაკავშირებით წერს, რომ ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელიც ინფორმაციულ ვაკუუმშია ყველგან დაინახავს უკრაინის დროშას და მინიმუმ იკითხავს მაინც თუ რა ხდება, ასევე თითოეული ბავშვი რომელიც უკრაინის დროშის ფერებში სამაჯურს გაიკეთებს თუ სხვა რამ აქსესუარს ინტერესით გაარკვევს რატომ ხდება ასე.
"უკრაინის დროშები ყველგან?" თუ "ნუ წაიღეთ ტვინი ამ დროშებით?!"
დღეს მქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სწორი,თუ ზედმეტია სულ ყველას რომ გვიდევს უკრაინის დროშები. ტრენდია ეს, თუ გააზრებული მხარდაჭერა?! კამათი დაიწყო იქედან რომ ცენტრალურ პარკში ბავშვები ყიდიდნენ უკრაინის დროშის ფერებში ბრასლეტებს, უბრალოდ ჩაანაცვლეს ორცხობილების გაყიდვა დროშებით, თუ გააზრებულია ეს საქციელი და ფული დასახმარებლად გროვდება?
ჩემი პოზიცია, მითუმეტეს დღევანდელ რეალობაში, როდესაც მტერი ინფორმაციულ ვაკუმშია, საჭიროა და სწორია უკრაინის დროშების "გაჯაზება", ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში, ვისაც ჯერ არ დაუსვამს კითხვები უნდა დასვან. საშინელება ხდება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ევროპის გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში(ტერიტორიულად) ევროპაში. სწორია, რომ ამაზე ყველამ ისაუბროს. ისიც სწორად მიმაჩნია რომ ამერიკელი ბავშვები აკეთებდნენ ბრასლეტებს, თუნდაც თუ ეს ფული მათი ჯიბის ფული გახდება, როდესაც აკეთებდნენ ხომ დასვეს კითხვები, ხომ გაიგეს რა ხდება, ხოდა ეს არის მნიშვნელოვანი. საშინელი ტრაგედია ხდება უკრაინაში, ბავშვები, ქალები, მოხუცები, არავინ არის დაცული. ეს ყველაფერი 21 საუკუნეში. თქვენ რას ფიქრობთ?


