დღეს დაიბადა ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი ყოველი წამის გაფერადებისთვის

ტელეწამყვანი ნანიკა გულუა სულ რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. მსახიობის და ტელეწამყვანის რჩეული კახაბერ კაშიაა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს და მეუღლე ასე ულოცავს საჯაროდ დაბადებისდღეს... ასევე დასძენს იმასაც, რომ საცუქარს 4 თვეში მიართმევს. შეგახსენებთ, ნანუკა გულუა ორსულადაა და 4 თვეში წყვილი შვილს ელოდება.
კახაბერ კაშია დღეს დაიბადა ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი ყოველი წამის გაფერადებისთვის, ჩემი არანორმალური სიყვარულის შეგრძნებისთვის… ღმერთის საჩუქარია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ყავს!!! ყველაზე კეთილო,უბოროტო,სამართლიანო,მიზანდასახულო მინდა ყველა ჩანაფიქრი აგისრულდეს,მინდა სულ გიბრწყინავდეს შენი ლამაზი სახე ბედნიერებისგან… მიყვარხარ ისე ძლიერად რომ მეშინია გული არ გამისკდეს!მიყვარხარ პირველად და უკანასკნელად ჩემო ყველაზე მხიარულო და თბილო მეგობარო!!! პ.ს დაბადების დღის საჩუქარს ცოტა მოგვიანებით მოგართმევ,  ასე 4 თვეში