ჩემი ცოლის სახელი აღარასოდეს ახსენო - ოსკარის დაჯილდოვებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა

გუშინდელი ოსკარით დაჯილდოების ცერემონიას ექსესების გარეშე არ ჩაუვლია, მსახიობმა უილ სმიტმა, რომელმაც კაცის საუკეთესო როლის ტიტული დაიმსახურა წამყვან კრის როკს ოსკარის დაჯილდოვების მიმდინარეობისას შუა სცენაზე სილა გააწნა და უთხრა რომ მისი ცოლის სახელი აღარასოდეს ეხსენებინა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უილ სმიტის მეუღლეზე ცუდათ იხუმრა კრის როკმა. შეგახსენებთ უილ სმიტის მეუღლეს თავი გადაპარსული აქვს, რადგან დაავადების გამო მას თმები აღარ ეზრდება.
კრის როკმა ცერემონიაზე ჯადა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც ჯადას ქმრის, უილ სმიტის განრისხება გამოიწვია, სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა.

"ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო!", – თქვა სმიტმა.

მოგვიანებით უილ სმიტს „მამაკაცის როლის“ საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“  გადაეცა, მან სამადლობელ სიტყვაში ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ცნობისთვის, პინკეტ სმიტს ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა არ ეზრდება.