ფაიზერით სიკვდილს გისურვებ, 6 თვეში მაინც მოკვდები...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი წერს, რომ ასაცრელად მიდიოდა და წერილებს გაზაში თვალი გადაავლო, უამრავ დადებით წერილებთან ერთად რამდენიმე წყევლა-კრულვაც აღმოაჩინა, მაგალითად "ფაიზერით სიკვდილს გისურვებ, 6 თვეში მაინც მოკვდები..."
კოვიდზე ასაცრელად მივდიოდი, ლიფტში წერილებს გადავავლე თვალი და უამრავ თხოვნა-კითხვას შორის აქა იქ ლანძღვა-წყევლა-კრულვაც იყო. ერთ-ერთი წყევლა; ფაიზერით სიკვდილს გისურვებ, 6 თვეში მაინც მოკვდები. 
პირველ აპოკალიპტურ ვადად აცრილებს ვაქცინაციიდან 6 თვე დაგვიწესეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, გავიდა ეს პერიოდი და ყველა ცოცხალია. ვადამ წელიწადზე გადაიწია. სიკვდილს ახლა, განსაკუთრებული იმუნური რეაქციები წამოეწია და ვაქცინირებულებში კოვიდის ახალი ვერსიების ლეტალური გამოსავლით გვაშინებდა ვისაც არ ეზარებოდა. 
პასუხისმგებლობის გრნობა რომ არსებობდეს, წესით ხომ უნდა გვენახა ამ ადამიანებისგან თუნდაც ერთი სიტყვა, შ ე ვ ც დ ი... 
ვინ უნდა გასცეს პასუხი იმ ადამიანების ახლობლებს, ვინც დაიბნა, არ აიცრა და კოვიდს შეეწირა? 
P.S. ჩვენს ჰოსპიტალში, კარდიოლოგიის დეპარტამენტი აიცრა ამერიკაში ვაქცინააციის დაწყების პირველ დღეს. ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ, აგერ უკვე მეორე წელი სრულდება. მეორე, მესამე წრეზე გავიარეთ კოვიდ-ბეწვის ხიდზე, ვაქცინირებულებმა სრულიად უსიმპტომოდ.
მეცნიერება წყევლა და სიბრიყვე გაუმტარი ჯავშანჟილეტია. ატარეთ და დიდხანს, ჯანმრთელად იცხოვრებთ