
ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯი ჩემი მხრიდან, რის გამოც ბოდიშს ვიხდი
- 30/03/22
- 34005 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ბოდიშის წერილს აქვეყნებს მისი ინსტაგრამ გამოკითხვის გამო და წერს, რომ ეს იყო მართლაც დაუფიქრებელი გამოკითხვა. კითხვის არასწორი ფორმულირება. შეგახსენებთ, მან ინსტაგრამზე გამოკითხა თავისი ფოლოვერები სადაც წერდა "აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით?" სავარაუდო პასუხებს შორის კი იყო "მშვიდობა" და "თავისუფლება".
ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს )
ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს )
მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ