რუსი ოკუპანტები 33 წლის ქალს რამდენიმე საათის განმავლობასი აუპატიურებდნენ
- 30/03/22
- 34525 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო შემზარავი ფაქტის შესახებ ყვება, როგორც ის ამბობს 33 წლის ქალს რუსი ოკუპანტები რიგრიგობით, რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ, მას შემდეგ რაც მისი ქმარი მოკლეს, ხოლო ქალის 4 წლის შვილი გვერდით ოთახში იმალებოდა.
"33 წლის ქალს ოკუპანტებმა ჯერ ქმარი მოუკლეს, შემდეგ კი, იარაღის მუქარით აიძულეს, ტანსაცმელი გაეხადა. მას რუსი სამხედროები რიგრიგობით, რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ.
მისი 4 წლის შვილი მთელი ამ დროის განმავლობაში სხვა ოთახში იმალებოდა. როდესაც მოძალადეებმა დაიძინეს, დედა შვილთან ერთად სახლიდან ფეხით გაიქცა.
მამის გარდაცვალების შესახებ ბავშვმა ამ დრომდე არაფერი იცის. დედა-შვილი ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფება, თუმცა ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა" - წერს გერაშჩენკო საზარელი ფაქტის შესახებ.


