როცა 24 მარტის დილას გავიგე რომ მათე უკრაინაში ჩუმად ჩავიდა ძალიან გავბრაზდი... ასე როგორ მოგვექცა ყველას-მეთქი... მე მინდა გითხრათ ჩემო მშობლებო, რომ თქვენი შვილი გმირია...

21 წლის ბიჭმა, მათე ჭანტურიამ, რომელიც სტუდენტია სესხი აიღო და უკრაინელების დასახმარებლად უკრაინაში ჩავიდა, მაგრამ გამოცდილმა მებრძოლებლმა ის უკან გამოატრიალეს, მათეს შესახებ სოციალურ ქსელში მისი და მარიამ ჭამტურია გვიყვება და წერს, რომ მისი ძმა ნამდვილად გმირია, გამბედავი ადამიანი... გააკეთა ის, რასაც მასზე ორჯერ უფროსი ადამიანებიც კი ვერ ბედავენ.
"მათე ჩემი პატარა ძმაა.
ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარით. ის ახლა 21 წლისაა, მაგრამ ბევრად უფრო მამაცი და დიდსულოვანია ვიდრე მასზე 2-ჯერ  უფროსი ხალხი. 
   ის ფსიქოლოგიის სტუდენტია კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University -ში . 
 მათეს ძალიან უყვარს ბავშვები და ბავშვებიც გიჟდებიან მასზე
 როცა ის ამონაშვილის აკადემია-ში გადიოდა პრაქტიკებს იმდენად გახარებული და სიყვარულით სავსე იყო ბავშვებთან ურთიერთობით რომ სულ მათ ამბებს მიყვებოდა ხოლმე.
  როცა 24 მარტის დილას გავიგე რომ მათე უკრაინაში ჩუმად ჩავიდა ძალიან გავბრაზდი. გაბრაზებული ვიყავი, ასე როგორ მომექცა და ასე როგორ მოგვექცა ყველას-მეთქი რადგან ადამიანი პირველად ყოველთვის ცუდზე ფიქრობს. მაგრამ, დღეს მე მეამაყება, რომ მათეს ამხელა გამბედაობა და ძალა აღმოაჩნდა   და ხალხის დასახმარებლად ამხელა ნაბიჯი გადადგა. განა მათეს წასვლა წყვეტდა უკრაინის გამარჯვებას, ან განა გამოუცდელ მათეს,რომელიც ჯარშიც არაა ნამყოფი ვინმე წაიყვანდა  ცხელი ფრონტის წინა ხაზზე. არა, ჯერ-ჯერობით ის იმით დაეხმარება მათ რითაც შეძლებს.    
  ბევრი მათესნაირი პატრიოტული გულის და სულის ადამიანი სჭირდება საქართველოს.
 მე ყოველდღე ვლოცულობ მისთვის და ერთი სული მაქვს როდის ჩავიკრავ გულში, როდის დავინახავ დამშვიდებულ მამას და დამშვიდებულ დედას მათეს დაბრუნებით 
 მე მინდა გითხრათ ჩემო მშობლებო Lana Kakubava , Mamuka Chanturia  რომ თქვენი შვილი გმირია! და Luka Chanturia  რომ ჩვენი ძმა ღირსეული ადამიანია.
   მინდა რომ გამარჯვებული და გახარებული დაბრუნდე მათე. 
ძალიან მიყვარხარ"