ქუთაისში 25 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი გოგონა დააკავეს

ორი დღის წინ ქუთაისში 25 წლის ბიჭი მოკლეს, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ბიჭის მეგობარმა გოგონამ ჩაიდინა, გამოძიების ვერსიის თანახმად ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გოგონამ პარკში 25 წლის ბიჭს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო