ამბობდა როგორი მიუღებელი სასიძო ვიყავი მისთვის... ეგონა ჩვენი ოჯახი მალე დაინგრეოდა - ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიას დედაზე

ხათუნა ჟორდანიას დედის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ზურა ხაჩიძე გამოცემა "პრაიმტაიმთან" სიდედრს იხსენებს და ამბობს თუ როგორი მიუღებელი იყო თავიდან მისთვის ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქორწინება, რადგან მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა და ეგონა, რომ მათი ოჯახი მალე დაინგრეოდა. მომღერალის თქმით 2005 წლის შემდეგ, რაც ზურა ხაჩიძის დედა გარდაიცვალა, მისი და მისი სიდედრის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა და ნუნუ ჟორდანიამ ზურა ხაჩიძე შვილივით მიიღო.... მას შემდეგ სულ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ძალიან მოსწონდა, როცა "დედავ ბატონოს" ან "ქალბატონო ნუნუ" ვეძახდი. მერე ჰყვებოდა, თავიდან როგორი მიუღებელი სასიძო ვიყავი მისთვის. ეგონა, რომ ჩემსა და ხათუნას შორის არსებული დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო, ჩვენი ოჯახი მალე დაინგრეოდა. მაგრამ ისე მიმიღო, ბოლომდე ფანტასტიკური ურთიერთობა გვქონდა, რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიას ბებოსთან ურთიერთობაზე.  მათ რატომღაც კარგი ურთიერთობა ვერ დაამყარეს. სულ კონფლიქტებში იყვნენ. ბებოს ეწინააღმდგებოდა. 

იმ დღიდან, რაც მე მათ ოჯახში შევედი, ნუნუ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად იქცა ჩემთვის. 2005 წელს, დედა რომ გარდამეცვალა, ჩემი დაოჯახებიდან ერთი წელიც არ იყო გასული. ნუნუ მოვიდა და მითხრა, დედაშენმა შენი თავი მე დამიტოვაო.  ეს სიტყვები იმდენად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, მერე რომ ვაკვირდებოდი, მართლა ასეთი მიდგომა ჰქონდა ჩემს მიმართ.