ჩემი პატარა ანგელოზი ზეცაში წავიდა
- 05/04/22
- 58565 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
უკვე თითქმის 1 თვეა 4 წლის საშას მთელი ოჯახი და უკრაინა ეძებს, საშა ბებოსთან ერთად კიევიდან ევაკუაციისას, კიევის წყალსაცავის გავლით ცდილობდა ქალაქი დაეტოვებინა. ზუსტად 10 მარტს დაიკარგა 4 წლის საშა. ბებო გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ბავშვის ცხედარს ვერ პოულობდნენ. 10 მარტის შემდეგ ყველა ეძებდა და ყველა მისთვის ლოცულობდა.
"მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სწამდა და მოძებნაში მეხმარებოდა. მადლობელი ვარ თქვენი ლოცვისთვის და თანადგომისთის.
თქვენი დახმარებით შევხვდით მე და ჩემი საშენკა ერთმანეთს.
საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე ზეცაშია. მისმა სულმა დღეს მოიპოვა სიმშვიდე" - დაწერა 4 წლის საშას დედამ თავის ინსტაგრამ გვერდზე