რუსთავში 32 წლის ქალი სამმა კაცმა ჯერ სცემა შემდეგ კი სამივემ გააუპატიურა

რამდენიმე დღის წინ რუსთავში შემზარავი ფაქტი მოხდა, სამმა მამაკაცმა 32 წლის ქალი ჯერ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბოლოს კი გააუპატიურეს. ახალგაზრდა ქალმა გაქცევა მოახერხა და ამის შესახებ პოლიციას აცნობა. სამივე თავდამსხმელი და მეოთხე პიროვნება, რომელიც დაცვაში მუშაობდა იმ ობიექტზე სადაც ფაქტი მოხდა დაკავებულია.

 გვიან ღამით 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული. 

ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.

ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა. პოლიციელებმა ოთხივე პირი დააკავეს.