8 წელია მისთვის არ მიღალატია

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა გადაცემა სთორიში ამბობს რომ უკვე 8 წელია ის და ტარიელ სუარი ერთად არიან და მისთვის არცერთხელ უღალატია. ის ასევე დასძენს რომ ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა მასთან ვერცერთმა კაცმა შეძლო და ტარიელ სუარმა ეს გააკეთა თავისი მუსიკით, რომ მისი მუსიკა სულს უწმინდავს მას.

"8 წელი ერთ მამაკაცთან ვარ ურთიერთობაში. ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი პროცესები და ამის შემდეგ ურთიერთობა დალაგდა, ჰარმონიას მივაღწიეთ. ვერავინ შეძლო აქამდე ურთიერთობის ხანგრძლივი თერაპია, მისმა მუსიკამ შეძლო ეს. როდესაც ის უკრავს მე ვიწმინდები. ტარიელთან ჯვარი მაქვს დაწერილი, 8 წელია ვართ ერთად და მე მისთვის არ მიღალატია. არ მაქვს სურვილი და არც მინდა. არც ცდუნება მქონია"