გორში, კომბინატის დასახლებაში 18 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში 18 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი იპოვეს. 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილი 18 წლის წინ გაუჩინარდა და მის მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე წლის წინ გაათავისუფლეს ციხიდან, რომელმაც 8 წლის გოგო მოკლა 2 წლის წინ.
სავარაუდო მკვლელი კიდევ ერთი ბავშვის მოკვლაშია მსჯავრდადებული. 2018 წელს იაგო ნებიერიძემ გორში 9 წლის გოგო მოკლა. დაკავების შემდეგ კი აღიარა, რომ ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იყო და მას ბავშვი 14 წლის წინაც ჰყავდა მოკლული.