ვიწვი შენი შვილების ცოდვით... ხომ გჯეროდა უფლის რატომ გაგწირაა მაკუ

ემიგრანტი თეა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით 37 წლის, ასევე ემიგრანტი, ქალაქ ბარიში მცხოვრები მაკა წიგნაძე გარდაიცვალა: ხომ გჯეროდა უფლის რატომ გაგწირაა მაკუ... როგორ გინდოდა და გწყუროდა სიცოცხლე შენი ლამაზი შვილებისთვის... ცუდად იყავი და მაინც შემართებას არ კარგავდი... ვიწვი შენი შვილების ცოდვით... მთელი ბარის ემიგრანტები გტირით მაკუ... "
მაკა, ემიგრაციაში 3 წლის მანძილზე იმყოფებოდა და ის შვილებთან ერთად, ქალაქ ბარიში ცხოვრობდა. აწ გარდაცვლილი მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა, რომელიც ვერ დაამარცხა.