დღეს, 18:44 წუთზე არის პიკი... დღეს და ხვალ მაქსიმალურად ილოცეთ

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს იშვიათი მოვლენა, რაც დღეს იქნება 13 წელიწადში ერთხელ ხდება და მომდევნო 13 წელი კიდევ უნდა ველოდოთ ამ დღეს.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი, ეს სამი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 13 წელიწადში ერთხელ ხდება ეს მოვლენა, იუპიტერი - გამარჯვების მმართველი პლანეტა ხვდება თევზების ზოდიაქოში ზუსტად გრადუს-გრადუსში ნეფტუნს, ნეფტუნია უმაღლესი სიყვარულის, უმაღლესი შემოქმედების, რელიგიის, ჩვენი ოცნებების მმართველი პლანეტა. ასეთი შემთხვევა იშვიათია. გეუბნებით, 13 უნდა ველოდოთ, შემდეგი შეხვედრა იქნება ვერძში.

12 აპრილს, 18:44 წუთზე არის პიკი. გრადუს-გრადუსში ხვდებიან ერთმანეთს და ამიტომ ეს დღეები, დღეს და ხვალ მაქსიმალურად ილოცეთ, იოცნებეთ, გინდ ჩამოწერეთ, გინდ ისე ჩაუთქვით საკუთარ თავს, რა გინდათ რომ მოხდეს. ეს არის საუკეთესო პერიოდი შემოქმედებისათვის, აქ შეიძლება შედევრები შეიქმნას.

ეს საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს მნიშვნელოვან სიყვარულს შეუწყობს. ყველა სახის პერსპექტივებისთვის ძალიან კარგია. შეიძლება, იურიდიული საკითხებიც განიხილონ და წარმატებითაც წარიმართოს