როგორ გამოიყურებოდა რეალურად ფანტომასი

1964 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთში კინოთეატრებში შედგა ფანტომასზე გადაღებული ფილმი-ტრილოგიის პირველი ნაწილის პრემიერა.გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ლეგენდარული ფილმებიდან.რეჟისორმა ჟან მარე მთავარი როლის შემსრულებლად მიიწვია მას შემდეგ, როცა მან ნახა, რომ მსახიობი თავად ასრულებდა საშიშ ტრიუკებს. რეჟისორმა მასში დაინახა უშიშარი რომანტიკული გმირი.

კინემატოგრაფისტების მიზანი იყო არა ტრილოგიის გადაღება, არამედ გაცილებით მეტი რაოდენობის ფილმები ფანტომასზე. ჟურნალმა "საბჭოთა ეკრანმა" შეცდომაც კი დაწერა, რომ ოთხი ფილმი უკვე გადაღებულია.


ფილმის გადაღებების დროს ჟან მარეს აღიზიანებდა ლუი დე ფიუნესის იმპროვიზაცია. მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ სცენარის მიხედვით უნდა ეთამაშა, მაგრამ ფრანგმა კომიკოსი სულ სხვა აზრის იყო. კომისარი ჟიუვის იმიჯი დიდწილად შეცვალა ლუი დე ფუნესმა. მან, საკუთარი ინიციატივით, უამრავი სიახლე და კომიკური ელემენტები დაამატა.