პურზე 10-15 თეთრიანი ფასების მატება ჩვენს ქვეყანას არ დააქცევს

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ პურზე 10-15 თეთრით ფასის მომატება ქვეყანას არ დააქცევს და არც ქართველი მოსახლეობისთვის იქნება დიდი კატასტროფა...
"მეწარმე ყოველთვის ცდილობს, როგორც ხარისხში, ისე ფასში რენტაბელური იყოს. ეს ბიზნესის ანბანია. საქართველოში, ისევ ვიმეორებ, რომ 2 თვის მარაგი არის, მაგრამ აქ უკვე ფასი "იკბინება". ახლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შაქარზე, ზეთზე და სხვა პროდუქტებზე უსაშველოდ მაღალი ფასი დაფიქსირდა, მე მგონი, 10 და 15 თეთრით ფასის მატება ქვეყანას არ დააქცევს. შეიძლება ამაზე გაბრაზდეს მომხმარებელი, მაგრამ რეალობა ასეთია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", – განაცხადა მალხაზ დოლიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.