დედა მართალი იყო, თანამედროვე კონკია ვარ, მამამ მის მერე მართლა მოიყვანა ცოლი... უბედნიერესი კაცი მაშინ ვიქნებოდი, დედაშენს რომ ეცოცხლა

ჟურნალ გზასთან ინტერვიუში ულამაზესმა ნინო დოლიძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ისაუბრა, ისაუბრა იმაზეც რომ კუკარაჩაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ ქართულ კონოსამყაროში მთლიანად აირია ისი სამსახიობო კარიერაც.

დედა მართალი იყო, თანამედროვე კონკია ვარ, მამამ მის მერე მართლა მოიყვანა ცოლი, მაგრამ არ გაუმართლა, დაშორდა და მერე სხვა შეირთო... ერთხელ მითხრა: უბედნიერესი კაცი მაშინ ვიქნებოდი, დედაშენს რომ ეცოცხლა. ერთადერთი ქალი იყო, რომელიც წრფელი გულით მიყვარდაო. სხვათა შორის, ვიზრდებოდი, როგორც პრინცესა. დეიდაშვილები მყავს, რომლებსაც დებად მივიჩნევ და ოჯახში ისინი გერებივით უფრო იყვნენ, ვიდრე მე. ყველა ხელისგულზე მატარებდა. ჩემი ბავშვობა მართლაც გასაოცარი იყო. მედალოსანი გახლდით, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, კინოშიც მიღებდნენ და ცხადია, ამით ამაყი ვიყავი.

"ჩემს ამქვეყნად მოვლინებას დედაჩემის სიცოცხლე დასჭირდა. ბებიამ და დეიდამ გამზარდეს, რადგან დედამ ასე დაიბარა. როცა 29 წლის ქალი სიკვდილს ებრძვის, მან იცის, რომ მასზე ორი წლით უფროსი ქმარი ვერ გაძლებს მარტო. ამიტომაც სთხოვა სიკვდილის წინ, - ჩემი ნინიკო დედაჩემთან და ჩემს დასთან გაიზარდოსო" მიყვება რადიოლოგი ქალბატონი ნინო დოლიძე, რომელსაც თავბრუდამხვევი ბავშვობა ჰქონდა, რადგანაც 12 წლიდან ხშირად იწვევდნენ ფილმებში სათამაშოდ და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "კუკარაჩაში" ინგა ლალიაშვილის როლზე უარის თქმამ, როგორც ამბობს, მისი ანტიპიარი განაპირობა და მას მერე ნინოსთვის კინოროლი არავის შეუთავაზებია...