აეროპორტში ვნახე, მე თვითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა

უკრაინაში გმირულად დაღუპული 21 წლის ნიკა შანავა დღეს საქართველოში გადმოასვენეს, ის უკრაინაში ძმასთან ერთად წავიდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საომრად. შეგახსენებთ ნიკა შანავა იზუმირთან 11 აპრილს დაიღუპა ბრძოლის ველზე.
"სულისკვეთება ჰქონდა და რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, თავის მიზანს მიაღწია. აეროპორტში ვნახე, მე თვითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა. ალბათ გულში რა მიზანიც ჰქონდა, ის მიზანი აისრულა. ყველაფერი ვიცოდი, ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ჩემთვის ტყუილი არ უთქვამს. ისიც ვიცოდი, სად მიდიოდნენ, როგორ მიდიოდნენ და ვერაფერი დავუშალე, იმიტომ, რომ სრულწლოვნები იყვნენ. ნიკუშა შეეწირა თავისი სამშობლოს ნათელ მომავალს. ნიკუშა იყო და არის გმირი, გმირად დარჩება" - ამბობს გმირულად დაღუპული მებრძოლის დედა