პირველ ბავშვზე ფეხმძიმობა შეწყდა და მუცელი მომეშალა, ორსულად არ ვრჩებოდი, მაშინ გვითხრეს, რომ სასწაულმოქმედი წყალი იყო და დალევისას სანუკვარი სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა

გამოცემა პრაიმტაიმი მომღერალ ნინო ჩხეიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს სადაც მომღერალი თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდსა, ბედნიერებასა და დიდ სასწაულზე ყვება.

თურქეთში დასასვენებლად ვიყავი, სრულიად დაუგეგმავად თქვეს, რომ ექსკურსიაზე მივდიოდით. მაშინ, ღვთისმშობლის სახლში აღმოვჩნდი, იქვე წყალი ჩამოდის. გვითხრეს, რომ სასწაულმოქმედი წყალი იყო და დალევისას სანუკვარი სურვილი უნდა ჩაგვეფიქრებინა. 

პირველ ბავშვზე ფეხმძიმობა შეწყდა და მუცელი მომეშალა, ორსულად არ ვრჩებოდი, ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი. წმინდა მარიამის სახლთან წყალი დავლიე და ვთხოვე, შვილი მყოლოდა.  

ზუსტად ორ კვირაში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და დედა გავხდებოდი. ასე დაიბადა ჩემი მარიამი, რომელსაც ღვთისმშობლის პატივსაცემად და მადლიერების ნიშნად მისი სახელი დავარქვი. 

მე ამ  ფაქტს ღვთიურ სასწაულს ვუკავშირებ და ნამდვილად, მთელი გულით მჯერა, რომ რწმენით ყველაფერი ხდება, მათ შორის - სასწაულებიც.