23 წლის გოგო გაიტაცეს, რამდენიმე საათი აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, შემდეგ მოკლეს და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს

ბუჩა. 23 წლის კარინა იერშოვა რუსმა აგრესორებმა გაიტაცეს, რამდენიმე საათი აწამებდნენ, გააუპატიურეს, მოკლეს და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს. მშობლები და მეგობრები კარინას 3 კვირა ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სამარხში იპოვეს.

კარინასთან ერთად, 500 ადამიანი იყო დამარხული. რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ანასტასია და იულია. ისინი მოხალისეები იყვნენ. აგრესორებმა ბუჩაში გააუპატიურეს 18 წლის ნატაშა. ფრჩხილები დააცალეს და დაწვეს. დღეს ლვოვში 5 ადამიანი დაიღუპა…– წერს ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ფეისბუქზე