რატომ დაბრუნდნენ ბრიტანეთში სასწრაფო წესით პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებიც თავიანთ ოჯახზე გაბრაზებულები იყვნენ და ამერიკაში გაიქცნენ საცხოვრებლად ლონდონში დაბრუნდნენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედია იუწყებოდა. 
ჰარისა და მეგან მარკლს დაძაბული ურთიერთობა აქვთ სამეფო ოჯახის წევრებთან. ჰარის მამასთან და ძმასთან ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაეძაბა, რაც ოპრა უინფრისთან ინტერვიუში იმედგაცრუება გამოხატა მამის მიმართ და თქვა, რომ მას ფინანსურად აღარ ეხმარებოდა და სატელეფონო ზარებსაც კი აღარ პასუხობდა.

ჰარიმ ისიც თქვა, რომ ჩარლზი და პრინცი უილიამი თავიანთ "სამეფო ნაჭუჭში" არიან გამოკეტილები.

თუ სამეფო ოჯახის ბიოგრაფს, ფილ დამპერს დავუჯერებთ, სასექსის ჰერცოგისა და მისი ცოლის ფარული ვიზიტი, ოჯახთან დამაკავშირებელი "ხიდის ხელახლა აღდგენის" მცდელობა იყო. "ვფიქრობ, ჰარი მიხვდა, რომ პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე მისი არმოსვლა ცუდად ჩანდა და შესაძლოა, საკუთარ საქციელზე დაფიქრდა", - ამბობდა დამპერი.

მისი აზრით, დედოფალი ბედნიერი უნდა ყოფილიყო შვილიშვილის ვიზიტით, მაგრამ ყველაზე გახარებული მაინც ჩარლზი იქნებოდა, რადგან ურთიერთობის გამოსწორება სწორედ მას სურდა ყველაზე მეტად.

ცნობისთვის, ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის მოსანახულებლად ლონდონში საგანგებოდ არ ჩასულან, ისინი ნიდერლანდების სამეფოში მიდიოდნენ, ჯერ ამერიკიდან ლონდონში ჩაფრინდნენ, გზად უინძორების სასახლეში შეიარეს, ხოლო შემდეგ, დაგეგმილი მარშრუტით, ნიდერლანდებისკენ განაგრძეს გზა. წყვილის მიზანი the Invictus Games-ზე დასწრებაა, რომელიც 16-დან 22 აპრილამდე პერიოდში გაიმართება. ეს არის სპორტული თამაშების სერია, ღონისძიება, რომელიც ჰარიმ ქველმოქმედების მიზნით დააარსა. შესული თანხა დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვისაა განკუთვნილი.