ემბერ ჰარტმა საჯაროდ აღიარა, რომ ჯონი დეპს ხშირად სცემდა, მათ შორის სააბაზანოს კარითაც

მსახიობ ჯონი დეპისა და მისი ყოფილი ცოლის ემბერ ჰარტის სასამართლო პროცესი აქტუალობას არ კარგავს და მას რამდენიმე ტელევიზია პირდაპირ ეთერშიც კი გადასცემს. 
ემბერმა ჯონის ცემის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღიარა, რომ ის ქმარს ურტყამდა. როგორც ირკვევა, ემბერმა მას აბაზანის კარები თავში მოარტყა. "მაპატიე, რომ უფრო მაგრად არ ჩაგარტყი, მე გცემდი, მე არ გცემდი… შენ ბავშვი ხარ ჯერ კიდევ, გაიზარდე ბოლოს და ბოლოს", – ისმოდა დარბაზში ემბერის კომენტარები.