სავარაუდოდ აქ წერია სიტყვა შინშილა, რომლის რუსული ხელნაწერი ყველაზე რთული წასაკითხია უცხოელებისთვის, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ...

სოციალურ ქსელში არ წყდება იმის განხილვა თუ რა ნიშნები გამოჩნდა თბილისში კედლებზე და რას აღნიშნავენ ისინი. ანალოგიური ხდება როგორც ტვიტერზე ისე ფეისბუქზე, ამ ნიშნებით უცხოელები და თვითონ რუსებიც დაინტერესდნენ. ჩვენი გუნდი უკვე რამდენიმე საათია იკვლევს თუ რას შეიძლება აღნიშნავდეს ეს სიმბოლოები.
სავარაუდოდ ამ სიმბოლოების ქვემოთ აწერია "შინშილა - шиншила" - ამ სიტყვის ხელნაწერი ერთ-ერთი ყველაზე რთული წასაკითხია უცხოელებისთვის და თვითონ რუსებისთვისაც. სიტყვა "შინშილა" კი შესაძლებელია გამოიყენებოდეს უბრალოდ ქართველების სალანძღავად (თაგვებო, ვირთხებო... ან მსგავსი რამ...) ასევე თუ დავაკვირდებით თვალებიან სამკუთხედს მოგვაგონებს შინშილას (შინშილა არის მღრღნელთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ძალიან ჰყავს ვირთხას). თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნული სიმბოლოები დატანილია ხიდების ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, და სხვა თავშესაფარის მსგავს ადგილებზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სალანძღავი სიტყვა, რომელსაც სლავური წარმოშობის ადამიანები იმეტებენ ქართველების მიმართ (არც ქართველებს გვაქვს მათ მიმართ იდეალური დამოკიდებულება და უარესადაც ვლანძღავთ)