რუსთავში მოსწავლეების საჩივრის საფუძველზე, გარყვნილი ქმედების ბრალით მასწავლებელი დააკავეს
- 23/04/22
- 45757 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რუსთავში მომხდარი გარყვნილი ქმედების ფაქტზე რუსთავის გამოცემა ინფო რუსთავი ყვება. მათი თქმით 5 არასრულწლოვანის საჩივრის საფუძველზე რუსტაველი მასწავლებელი დააკავეს, რომელიც მოსწავლეებს ხელს უფათურებდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. დაკავებული მასწავლებელი ბრალს არ აღიარებს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ხუთამდე მოსწავლე აცხადებს, რომ მასწავლებელი მათ ხელით, ფიზიკურად სხვადასხვა ადგილზე ეხებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ხელმძღვანელობაც. პედაგოგების ნაწილის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მათთვის წარმოუდგენელია ის, რასაც მოსწავლეები აცხადებენ. ბრალს უარყოფს დაკავებულიც. მოსამართლემ მასწავლებელს აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თემა არის მგრძნობიარე, საქმე ეხება არასრულწლოვნებს, ეთიკისა და უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე მეტ დეტალს არ ვაჟღერებთ.
ავტორი: ელენე ლაცაბიძე