საშინლად კიოდა ახალგაზრდა გოგო, მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა - ავარია დადიანის გამზირზე

დადიანის გამზირზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მოტოციკლისტი გოგონა ტაქსის ნიშნის ქვეშ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
"საშინლად კიოდა ახალგაზრდა გოგო, მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა. ის მოტოციკლს მართავდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა დამაგრებული. 

გოგონას სისხლი კიდურებიდან და თავის არედან მოსდიოდა. ადგილზე მალევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მოვიდნენ" - ამბობს თვითმხილველი