29 აპრილიდან მოიმატებს საეჭვო ინტიმური ურთიერთობები... მოერიდეთ მეტროებს და მიწისქვეშა გადასასვლელებს...
- 26/04/22
- 75504 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 29 აპრილიდან იწყება დაბნელების დერეფანი, რომელიც გასტანს 5 ოქტომბრამდე.
"29 აპრილს, პარასკევს პლუტონი, ერთ-ერთი დამანგრეველი პლანეტა, მორიელის მმართველი, 5 ოქტომბრამდე უკუმავალი, რეტროგრადული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილეა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან საჭირო. ნაკლები შეხება მეტროსთან, სარდაფებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მღვიმეებთან, გამოქვაბულებთან, რადგან მიწის ქვეშეთს მართავს პლუტონი.
მოიმატებს ვენერიული დავაადებების ალბათობა, ასევე, საეჭვო ინტიმური კონტაქტების ალბათობაც, რამაც შეიძლება, დამანგრეველი ელფერი შესძინოს ზოგიერთ ურთიერთობას" - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა იმედის დილაში.