ჩემი ინფორმაციით პურინს აქვს სამი გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოში აპირებს შემოჭრას
- 28/04/22
- 53379 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართველი კონფლიქტოლოგი ვახტანგ მაისაია, გამოცემა პრაიმტაიმთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პუტინს უკვე 3 გეგმა აქვს საქართველოში შემოსაჭრელად და საქართველოს სრული ოკუპაციისთვის. ამის შესახებ ქართველმა კონფლიქტოლოგებმა საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც უცხოელი კოლეგებისგან გაფრთხილების სიგანალები მიიღეს.
"ჩემი ინფორმაციით, პუტინს აქვს სამი გეგმა, რომლის მიხედვით, საქართველოში აპირებენ შემოჭრას, ახლა უკვე გაუმჯობესებული ვარიანტებით. ეს გეგმები გულისხმობს სტრატეგიული ობიექტების სწრაფ დაკავებას. ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ჩრდილოეთით, ოკუპირებული აფხაზეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან საქართველოს ტერიტორიის მიმართულებით გამჭოლი შეტევა განხორციელდეს.
გარდა ამისა, რუსების გეგმა, ქვეყნის დაკავების მიზნით, პრორუსული ძალების ამოქმედებას გულისხმობს. გორი-თბილისის მიმართულებით მცოცავი ოკუპაცია რომ მიმდინარეობს, ეს ფაქტი, ბუნებრივია, საბრძოლო დავალებების ის ნაწილია, რომელიც რუსეთის სამხედრო ოპერატიულ გეგმებშია გაწერილია. ასე, რომ რუსეთის საქართველოში შემოჭრა ნამდვილად რეალურია" - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია