არასდროს დამიმალავს რომ ფსიქიური აშლილობა აქვს ჩემს შვილს... გუშინ ჩემი შვილი ეგდო მიწაზე და 6 პოლიციელი ეჭიდავებოდა... მითხარით რომელი დედის გული გაუძლებს ამას

ანა ჩიკვაძე-მიქელაძე ხშირად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელიც მის შვილს აქვს, შესაბამისად ამ პრობლემით თვითონაც არის დაინტერესებული და ცდილობს საზოგადოება უფრო გაათვითცნობიეროს რომ ეს პრობლემა განაჩენი არ არის, რომ ამ პრობლემის მოგვარება/შემსუბუქება შესაძლებელია, რომ არ უნდა რცხვენოდეთ ამის გამო.
მისაუბრია  ამ თემაზე ბევრ ეთერში,  არასდროს  დამიმალავს  რომ ეს პრობლემა  _ ფსიქიური  აშლილობა,,  აქვს ჩემს შვილს. მიწევს ჩემი გამოცდილების გაზიარება  ოჯახებისთვის ვისაც ეს პრობლემა  ეწყება  და  ცდილობს გაუმკლავდეს. ყველას  უკვირს  როგორ ვახერხებ  დილას შვილი 6 პოლიციელის და სამი სასწრაფოს  თანხლებით კლინიკაში გადავიყვანო და იმ დღეს   მქონდეს  მინიმუმ 2  საქმიანი  შხვედრა და მათშორის  მოვუსმინო როგორ უგებს სასამართლო პროცესს  პროცესზე ჩემი უძვირფასესი ადვოკატი  ჩემს  "მტრებს" ან მოვუსმინო რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი როგორ იწმინდავს ჩემზე ფეხებს..  შეიძლება  ვიხუმრო კიდეც ან სხვის  ხუმრობაზე გავიცინო.
არ  ვტირი... არ ვწუწუნებ...
არავის და მითუფრო  ღმერთს არ ვადანაშაულებ... პირიქით მისგან ველი  და  ვითხოვ შველას...
რატომ ვწერ  ამას... ეს  დაავადება  (?  ) მთელს მსოფლიოში  დაავადებათა ნუსხაში, გადავიდა პირველ ადგილზე.
1. გენეტიკა
2. სტრესი
3. ტრამვა
4. ნარკოტიკი
და ბევრი რამ იწვევს,   სამწუხაროდ და მისი პრევენცია ძნელია  თანმდევი პროცესია  სუიციდი .
ოჯახების   დიიიიიდ  უმრავლესობას ეთაკილება    ამის გამხელა. ფსიქიატრიულში   გადაყვანა   ხომ საერთოდ..
მეგობრებო , ეს გრიპი  არ  არის  და მას პარაცეტამოლით ვერ  უმკურნალებ.
გუშინ ჩემი შვილი  ეგდო მიწაზე და  6 პოლიცუელი ეჭიდავებოდა   და ვერ  ახერხებდა  მის  გაკავებას.
მითხარით რომელი  დედის  გული გაუძლებს ამას.
უნდა  გავუძლოთ..
ტვინის  იმ მდგომარეიბაში დატოვება რემისიისა ს   რაც ხდება   შეუძლებელია.   ამისთვის არსებობენ პროფესიონალები  და კლინიკები.
გადადგით  ეს  ნაბიჯი...  არ შეგრცხვეთ...  არ  შეგეშინდეთ... არ  დანებდეთ... ავადმყოფობა  განაჩენი არაა ...
ჩარევა ყოველთვის არა , მაგრამ  ჭრის. 
გაუფრთხილდით  ფსიქიკას.. ყველაზე ფაქიზ  და  მოუხელთებელ  მტერს  და მეგობარს. 
წინა სტატუსში რომ. ვწერდი ცაში გაფრენილ ბიჭზე
იცით  რა  უწერია  დღიურში...  ბოდიში გარცხვენდითო!... აი  ამას კი ვერ უნდა  ვუძლებდეთ !

ლუკას ნახატი როცა 14  წლის  იყო