თბილისში დაკარგული 9 წლის ნიკოლა ერევნის მატარებელში იპოვეს

გუშინ თბილისში დაკარგულ 9 წლის ბავშვს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბავშვის დედა ვიდეომიმართვით სთხოვდა ხალხს დახმარებას. 9 წლის ნიკოლა საბოლოოდ ერევნის მატარებელში იპოვეს. 9 წლის ნიკოლას დედა სოციალურ ქსელში მადლობას უხდის მთელს საქართველოს იმის გამო, რომ ასე ოპერატიულად მოაძებნინეს შვილი.

ადამიანებო, ჩემო მეგობრებო, უცნობებო! თავს ვხრი თქვენ წინაშე! უდიდესი მადლობა! უღრმესი! დიდი მადლობა პოლიციას, ისე მობილიზებულად სწრაფად რეაგირებდნენ! ცდილობდნენ და მარწმუნებდნენ ჩემი შვილის დაბრუნებას. 
ე.ი. ნიკოლამ მოიპარა გასაღები, გააღო კარი თან წაიღო “სამაკატკა” წავიდა მარჯანიშვილის მეტროში, ჩავიდა, აშკარად ვიღაცას გაატარებინა ბარათი, ამოვიდა ვაგზლის მოედანზე ავიდა ზემოთ ბაქანზე და ერევნის მატარებელში ავიდა! სადაც მარიამი, რომელსაც არ ვიცნობ და მისი მეუღლე მიხვდნენ ამ პოსტების გადაზიარებით რომ ეს პატარა ნიკოლა იყო. უთქვამს 9 წლის ვარო. 
არ ვიცი როგორ და რანაირად უნდა გადავიხადო მთელი ქვეყნის წინაშე მადლობა! 
მადლობა ჩემ პლეხანოვს, ჩემ კლასელებს, ჩემ უახლოეს ადამიანებს, ჩემი შვილების მეგობრების მშობლებს! ნიკოლას  მარიამს და ქეთის ! ჩემ შვილებს! კოკო მადლობა რომ გჯეროდა და მახსოვხარ! მარიამ, გუგა!! საბა ხაინდრავა შენ ხარ ადამიანი და შენთან ერთად რომ ბიჭი იყო!დეაკო ჩემი გული ხარ! ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელს!  ჩემი შვილების ბიძას გიკოს  სუჭის დიდი მადლობა ადამიანებო, უდიდესი! ჩემ ჯგუფელებს ჩემ ნიკუშას ჩემ ბახუტას ჩემ ნესტორას ჩემო ადამიანებო!  ჩემ მეზობლებს! პაჭუნა მუცლით და რა დღეში იყავი მიყვარხარ ! იმდენი უცნობი ადამიანი იყო, მადლობა ხალხო!!! თქვენ დამიბრუნეთ ჩემი შვილი თქვენი აქტიურობით! მადლობა უფალს უპირველესად ! ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი ბავშვი ცოცხალი მენახა! ძალიან ემოციურად ვწერ, მაპატიეთ 
თუ ვინმე კონკრეტულად ვერ დავწერე მომიტევეთ!