ჯერ მძინარე მამა მოკლა, შემდეგ მძინარე დედა - გამოძიების ინფორმაციით რატომ დახოცა გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ მთელი სქართველო შეძრა, გამოძიების ინფორმაციით შვილმა დედ-მამა ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დამალვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა. დღეს გამომძიებელმა დედ-მამის მკვლელობაში ბრალდებულის მოტივზე ისაუბრა.
გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო, გიორგი ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა. მათივე ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც გიორგი ბეროზაშვილის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულს მშობლებთან კონფქლიტი 2019 წლიდან ჰქონდა. კონფლიქტი კი, თანხას უკავშირდებოდა. ბიბილაშვილის თქმით, ბრალდებული თვეების წინ, მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. ბიბილაშვილის განმარტებით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა. პროკურორის თქმითვე, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა.