ამ წუთას მეტრო ღრმაღელის ტერიტორიაზე გადავაწყდი

გიგი ჭითანავა ვიდეოს აქვეყნებს და თბილისის გაუმართავი სანიაღვრე სისტემის შესახებ წერს, რომელსაც მეტრო ღრმაღელის ტერიტორიაზე გადააწყდა არც თუ ისე დიდხნიანი წვიმის შემდეგ.
მეგობრებო, გამარჯობა. მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავაწყდი არც თუ ისე დიდხნიანი წვიმის შემდეგ "დატბორილ" ზემო ქუჩებს, ეს კონკრეტული ვიდეო უშუალოდ ღრმაღელის მეტროს ზემოთ მდებარე კიბეს გადავუღე. დაახლოებით, 30-40 წუთიანი წვიმის შედეგად გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. გიზიარებთ ვიდეოს და სამომავლოდ, ყველა ფაქტს გაგიზიარებთ, რომლებიც შეიძლება კომპლექსურ, თუ მარტივ პრობლემას იწვევდეს და ვიმუშავოთ ერთად საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ამა თუ იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს კონკრეტული საკითხი და ყველა ის ვიდეო, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა, თბილისის და არა მარტო თბილისის გაუმართავ სანიაღვრე სისტემებზე მიგვანიშნებს.