
ბავშვების ბავშვები – ყველაზე პატარა დედების შოკისმომგვრელი ამბები
- 2015-02-22 09:38:35
- 14326 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სულ ცოტა ხნის წინ გურჯაანის სოფელ კარდენახში მომხდარმა ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა – 12 წლის გოგონა 6 თვის ორსულია, ჩვეულებრივ გაათხოვეს ზაფხულში და ქმართან გაშორებაც მოასწრო... თავადაც ბავშვი სულ მალე ბავშვის დედა გახდება... მისი მოზარდი ქმარი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს, შესაძლოა, მშობლებისა და სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ექვსი თვის ორსული 12 წლის გოგონას ოჯახის წევრებისთვის, როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, პრობლემა ის კი არ არის, რომ არასრულწლოვანი გასულ ზაფხულში არაოფიციალურად დაქორწინდა და ახლა ის ბავშვს ელოდება, არამედ მათ პრობლემად ის იქცა, რომ მოზარდი 18 წლის ქმარმა მიატოვა. ისიც გაირკვა, რომ გოგონას ქმრის ოჯახში ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდნენ. ეს მისმა დამ გაამხილა, რომელსაც შვილი ასევე მცირეწლოვანს – 14 წლისას შეეძინა.
ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ ცოტა არ არის მსოფლიოში და სწორედ მათ შორის რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ და შოკის მომგვრელ ამბებს გავიხსენებთ. ისევ და ისევ იმისთვის, რომ მშობლები და საზოგადოება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ამ თემას და გაუფრთხილდნენ თავიანთ შვილებს. რადგან შემთხვევათ უმეტესობა, რასაკვირველია, მოზრდილ მამაკაცთა მხრიდან ძალადობას უკავშირდება.
წაიკითხეთ სრულად მშობლები.ჯი-ზე