რამდენიმე დღის განმავლობაში გვაშიმშილებდა, წაგვართვა ფული და მთლიანად მიითვისა - რას პასუხობს დომენიკ მანგო უმძიმეს ბრალდებებს
- 03/05/22
- 71801 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დომენიკ მანგოს უმძიმესი ბრალდებები მას შემდეგ წაუყენეს, რაც გადაწყვიტა, რომ უკრაინის დასახმარებლად მოხალისეები შეეგროვებინა და უკრაინაში გადაეყვანა. მისი რამდნეიმე თანამგზავრი მას დაუპირისპირდა და გუშინ საჯაროდ ისაუბრა თუ რაში ადანაშაულებს დომენიკ მანგოს. დომენიკმა ყველაფერი უარყო და საპასუხოდ ბანკის ანგარიშის ამონაწერი გამოაქვეყნა სადაც ნათლად ჩანს თუ სად დაიხარჯა ის თანხა, რაც უკრაინის დასახმარებლად შეგროვდა.