მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ქალზე ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა

ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ქალზე ძალადობის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ბრალი წარედგინა, როგორც ქალი ყვება დაპირისპირება ვაკეში მანქანის გადასწრების ნიადაგზე მოხდა.
"მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. ქალი ყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა." - ნათქვამის ტელეკომპანია ფორმულას ვებგვერზე